რუსეთის სამ რეგიონში აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება
უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის სამ რეგიონში დღეს დილით აფეთქებების ხმა ისმოდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, აფეთქებას ხანძარი მოჰყვა ბელგოროდის ოლქის სოფელ სტარაია ნელიდოვკაში, უკრაინის საზღვრის ჩრდილოეთით დაახლოებით 10 მილის დაშორებით მდებარე საბრძოლო მასალის საცავში. ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმა ისმოდა კურსკის ოლქშიც. გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის ცნობით, აფეთქებებთან დაკავშირებული დეტალები ზუსტდება, თუმცა არავინ დაშავებულა ან გარდაცვლილა. მისი თქმით, აფეთქებებამდე ორი დღის ადრე ოლქის სოფელ ბოროვსკოიეში რუსმა სამხედროებმა ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ ვორონეჟის შილოვოს რაიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ დღეს, ადგილობრივი დილის 4:40 საათზე ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგო.

"შემთხვევის ადგილზე სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჯგუფები იმყოფებიან. ელოდებიან საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელსაც", - განაცხადა რაიონის სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან საუბარში.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზღვრისპირა ტერიტორიებზე მდებარე საწვავის საცავებსა და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმაში უკრაინული მხარე არაერთხელ დაადანაშაულა. უკრაინის სამთავრობო უწყებების განცხადებით, ბრალდებების მიზანი "ანტიუკრაინული განწყობის გაღვივებაა."
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.