უკრაინაში ომის დაწყებიდან 373 ბავშვი დაშავდა
უკრაინაში გასული დღე-ღამის
განმავლობაში 6 ბავშვი დაშავდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა
ავრცელებს.
"20 აპრილის დილის მდგომარეობით დაღუპული ბავშვების ოფიციალური
რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავ 205-ია. დაშავებულთა რიცხვი 373-მდე
გაიზარდა", - აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან
აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე სამუშაოები მიმდინარეობს.
ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის ოლქში დაშავდა.
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვების შედეგად
დაზიანდა 1141 სასწავლო დაწესებულება, აქედან 99 მთლიანად
განადგურდა.