ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 200 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 200 ბავშვი დაიღუპა. ამის
შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ომის მიმდინარეობისას 360 ბავშვი დაშავდა. ჯამში
რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების შედეგად 560
ბავშვი დაზარალდა.
ამასთან, დაბომბვების შედეგად 1018 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა,
აქიდან 95 სრულად განადგურდა.