კიევთან ახლოს ათობით ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
კიევის მახლობლად, სოფელ ბუზოვაში ათობით მშვიდობიანი მოქალაქის
ცხედარი აღმოაჩინეს.
ტარას დიდიჩმა, დმიტრივკას თემის ხელმძღვანელმა, რომელიც მოიცავს
ბუზოვას და რამდენიმე სხვა ახლომდებარე სოფელს, უკრაინულ ტელევიზიას
განუცხადა, რომ ცხედრები ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, თხრილში
იპოვეს.
დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
აღსანიშნავია, რომ სოფელი ბუზოვა ბუჩადან სამხრეთ-დასავლეთით
20 კილომეტრში მდებარეობს.
წყარო:www.interpressnews.ge