უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს
უკრაინული მედიის ინფორმაციით,
უკრაინა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს წყვეტს.
როგორც უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ
განაცხადა:
„უკრაინა აწესებს სრულ ემბარგოს რუსეთიდან საქონლის იმპორტზე.
დღეს ჩვენ ოფიციალურად დავაფიქსირეთ აგრესორ სახელმწიფოსთან ვაჭრობის
სრული შეწყვეტა. ამიერიდან ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული
პროდუქციის შემოტანა შეუძლებელია. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ
დღეს მიიღო.
რუსული იმპორტის აკრძალვა დაბლოკავს მინიმუმ 6 მილიარდი დოლარის
ოდენობის ყოველწლიურ შემოსავალს. ეს ნიშნავს, რომ მტრის ბიუჯეტი არ
მიიღებს ამ თანხებს, ის ვერ გამოიყენებს მათ ომის დასაფინანსებლად.
ჩვენ დღეს ეს იურიდიულად დავაფიქსირეთ, მინისტრთა კაბინეტის
გადაწყვეტილებით“, - განაცხადა იულია
სვირიდენკომ.