ოკუპირებული ცხინვალიდან სამხედროები უკრაინაში გაგზავნეს
ოკუპირებულ ცხინვალში განთავსებული
რუსული ბაზიდან სამხედროები, მათ შორის ოკუპირებული რეგიონის
მცხოვრებლები,
უკრაინაში მიმდინარე საომარ
მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნეს, - ინფორმაციას მედია
საშუალებები ე.წ. „პრეზიდენტის“, ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურზე
დაყრდნობით ავრცელებენ.
„ესენი არიან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში განლაგებული რუსეთის
ფედერაციის მეოთხე ბაზის სამხედროები, მათ შორის საკონტრაქტო
სამსახურში მყოფი სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები,“- აცხადებენ ბიბილოვის
პრესსამსახურში.
მათივე ცნობით სამხედროებს, გამგზავრების წინ, ანატოლი ბიბილოვი
შეხვდა.
ბიბილოვმა „ტელეგრამის“ არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს სატვირთო
მანქანებისა და ავტობუსების კოლონა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის
დროშებით“.
„მათ კარგად იციან, რომ რუსეთის დასაცავად მიდიან, ოსეთის დასაცავად
მიდიან“, - განაცხადა ბიბილოვმა.
წყარო: ipn.ge