რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 136 ბავშვი მოკლეს
უკრაინაში, რუსეთის ფედერაციის
შეიარაღებული ძალების აგრესიის შედეგად,
136 ბავშვი დაიღუპა და 199 დაშავდა,
- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გენერალურ
პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ კუთხით, ყველაზე დიდი დანაკარგი კიევის ოლქმა
განიცადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 25 მარტს, დონეცკის რეგიონში
რუსი სამხედროების დაბომბვის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა, ერთი კი
დაშავდა.