უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 115 ბავშვი დაიღუპა
უკრაინის გენერალური პროკურატურის
ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის
შედეგად 115 ბავშვი დაიღუპა
და 140-ზე მეტი დაშავდა.
,,რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად
უკრაინაში 115 ბავშვი დაიღუპა. 140-ზე მეტი დაჭრილია. დაღუპულთა
უმეტესობა კიევში - 58, ხარკოვში - 36, დონეცკში - 29, ჩერნიგოვში -
30, ნიკოლაევში - 22, ჟიტომირში - 15, სუმიში - 14 და ხერსონში - 14
", - ნათქვამია ანგარიშში.