ევროსაბჭომ რუსეთი ოფიციალურად გააძევა
ევროსაბჭო (CoE) აცხადებს, რომ მინისტრთა კომიტეტმა ოფიციალურად მიიღო ამ უფლებადამცველი ორგანიზაციის რიგებიდან რუსეთის გაძევების გადაწყვეტილება - რაც პირველი ასეთი შემთხვევაა ორგანიზაციის ისტორიაში.

სტრასბურგში განთავსებული ორგანიზაცია, 16 მარტის განცხადებაში ამბობს, რომ მან ერთხმად მიიღო ზომა, "რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციას აღარ შეუძლია იყოს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფო".

ამ გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ორგანიზაციას რუსეთმა შეატყობინა, რომ მისი რიგებიდან გადის. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია "აღარ არის ორგანიზაციის რიგებში, 26-წლიანი წევრობის შემდეგ".

ევროსაბჭომ რუსეთს წევრობა 25 თებერვალს შეუჩერა, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მოსკოვი პროვოცირების გარეშე შეიჭრა უკრაინაში.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს ევროსაბჭოს და ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს წესდებების უხეშ დარღვევას.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.