24 თებერვლიდან დღემდე 11 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთის ჯარის დანაკარგმა 11 000-ზე მეტი ადამიანი შეადგინა.

ამასთან თავდაცვის უწყების განცხადებით, უკრაინელთა მხრიდან განადგურებულია:

985 ჯავშანტრანსპორტიორი,
285 ტანკი,
44 თვითმფრინავი,
48 ვერტმფრენი,
109 საარტილერიო სისტემა,
50 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა,
21 საჰაერო თავდაცვის საშუალება,
447 საავტომობილო აღჭურვილობა,
2 მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა,
60 საწვავი ავზის მანქანა,
4 უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დრონი.

როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ, ლუგანსკის რაიონის სოფელ ბრიანკას ცენტრალურ საქალაქო საავადმყოფოში რუსეთის საოკუპაციო ძალების 650-ზე მეტი დაჭრილი გადაიყვანეს. მათი უმრავლესობა პოპასნას მიმართულებიდანაა.

ყველა მათგანი ძირითადად მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა სტაციონარში ვაკანსიების უქონლობის გამო, ოკუპანტები, რომლებმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, სამედიცინო დაწესებულებაშიც კი არ შეჰყავთ და პირველადი დახმარების მიღების შემდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ძალებიდან შეიარაღებული კოლონით საბრძოლო ხაზში შემდგომი საბრძოლო მოქმედებების ჩასატარებლად გადაჰყავთ, როგორც „ქვემეხის საკვები“.

,,ცნობილია, რომ მე-6 ცალკეული მოტომსროლელი პოლკის პირადი შემადგენლობა შეშინებული და დემორალიზებულია და დეზერტირების გზებს ეძებს.

მონაცემების განახლება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მათი გამოთვლას საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა ართულებს.

ამასთან, უკრაინელები მტკიცედ იკავებენ გარკვეულ პოზიციებს და ანადგურებენ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალასა და აღჭურვილობას“
, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

წყარო: ipn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.