ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისში აქციაზე შეკრებილებს მიმართა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას პარლამენტის შენობის წინ შეკრებილები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

ისმოდა შეძახილები - "დიდება უკრაინას".

მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც ამ კონფლიქტს შეეწირნენ. 


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილ ხალხს ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვის შემდეგ მიმართა.

"მე ვდგავარ იქ, სადაც ქართველი ხალხი უნდა იდგეს. მე ვდგავარ პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით"
- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს.

მოქალაქეებს ასევე მიმართეს ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ.

ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. მათ მოტანილი აქვთ საქართველოს და უკრაინის დროშები. შესრულდა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.