ხარკოვში აფეთქების ხმა გაისმა - რა ხდება უკრაინაში
ხარკოვში საჰაერო განგაშის
გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, აფეთქების ხმა გაისმა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით,
სავარაუდოდ, საუბარია ორი რაკეტის ჩამოვარდნაზე.
წინასწარი მონაცემებით, აფეთქება მოხდა შევჩენკოს სახელობის
ქარხანასთან. აფეთქებას წინ უძღოდა ცაში სამხედრო თვითმფრინავების
გამოჩენა. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ
ვრცელდება.
„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ქალაქში ასევე საუბრობენ იმის
შესახებ, რომ პრობლემა შეექმნა მობილურ კავშირგაბმულობას.
CNN-ის ინფორმაციით კი მანამდე უკრაინის ქალაქებში - ოდესა და უმენი,
საჰაერო თავდასხმის მანიშნებელი განგაშის სიგნალის ხმა გაისმა. მათივე
ცნობით, კიევში დიდი აფეთქების ხმაც გაისმა, თუმცა აფეთქების ზუსტი
ადგილი უცნობია.