ომის მესამე დღე - რა ხდება უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის დაიღუპა 3 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200-მდე ტყვედ არის აყვანილი.

კიევის ზოოპარკის მიმდებარედ ხანძარია. ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში სროლების ხმა ისმოდა. შეტაკებების გამო კიევის მერია, მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში არ გავიდნენ.

კიევის ერთ-ერთ მეტროსთან, უკრაინელებმა რუსული კოლონა გაანადგურეს.

უკრაინის სახმელეთო ძალების განცხადებით, რუსი სამხედრო დამნაშავეები კიევში, თავისუფლების გამზირზე ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს უტევდნენ. უკრაინელებმა შეტევა მოიგერიეს

უკრაინულმა არმიამ სამხრეთით მდებარე ქალაქი ნიკოლაევი დაიბრუნა.

ბელარუსში, უკრაინის საზღვრიდან 32 კილომეტრში 150-მდე სატრანსპორტო ვერტმფრენი და სახმელეთო ჯარია დაფიქსირებული. ამის შესახებ Reuters Maxar-ის სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.


„და ბოლოს, "არსებობს ინფორმაცია, რომ მტრის ნომერ პირველი სამიზნე ვარ,“ — თქვა გუშინ ზელენსკიმ, თუმცა, Washington Post-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების შეთავაზებას, მოსალოდნელი საფრთხეების გამო უკრაინის ტერიტორიის დატოვებაზე, ის არ დათანხმდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.