რიგითი მოქალაქეები საქართველოში დარჩენილ უკრაინელებს დახმარებას სთავაზობენ
დღეს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, სოციალურ ქსელში უკრაინის  არაერთი მხარდამჭერი პოსტი გავრცელდა, რიგითი მოქალაქეები საქართველოში დარჩენილ უკრაინელებს დახმარებას სთავაზობენ დროებითი თავშესაფარის საკვების და მედიკამენტების  სახით. მათ შორის ბორჯომელებიც არიან.
სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტები შემდეგი შინაარსის არის:

"შემიძლია ბორჯომში ჩემი ოთახი დავუთმო უკრაინის მოქალაქეებს და უსასყიდლოდ ვუმასპინძლოთ
შემიძლია ორი-სამი ადამიანის გამასპინძლება. თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია - შემეხმიანეთ,,



,,მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენს პლატფორმას ვუთმობთ ყველა იმ ადამიანს და კომპანიას, ვისაც შეუძლია რაიმე ფორმით დაეხმაროს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინასა და საქართველოში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ასე ძალიან სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა''


,,გიერთდებით, თუ ვინმე უკრაინელი არის ჩარჩენილი საქართველოში 2 ადამიანი შემიძლია დავიტოვო თბილისში.თუ ვინმე იცით მომწერეთ პირად შეტყობინებებში.
If there is anyone from Ukraine who is in Georgia and can't return to the Ukrain.
2 people can stay at my place in Tbilisi.,,

,,თუ ვინმე არის ვინც საქართველოში დარჩა და ვერ ბრუნდება უკრაინაში, შემიძლია სახლში დავიტოვო მაქსიმუმ 2 უკრაინელი ქალი.
აუცილებლად მოვესწრებით ბოროტების იმპერიის საბოლოო დასასრულს!
Слава Україні! ''

,,გამარჯობა მეგობრებო, ჩვენო ძვირფასო სტუმრებო. ჩვენი სასტუმროს სახელით სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში. თუ ვინმე იცნობთ უკრაინის მოქალაქებს, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და უკან ვერ ბრუნდებიან, ჩვენ შეგვიძლია ვუზრუნველყოთ სასტუმროთი იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება მათი კეთილდღეობისთვის, რა თქმა უნდა სრულიად უსასყიდლოდ. მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ პირადში.
დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!
Hello friends, our dear guests. On behalf of our hotel, we fully support Ukraine and would like to contribute to their assistance. If anyone knows Ukrainian citizens who are currently in Georgia and cannot return, we can provide them with a hotel for as long as it will take for their well-being, of course completely free of charge. If you have similar information, write to us in inbox.
Glory to Ukraine! Glory to the heroes!

Привіт друзі, наші дорогі гості. Від імені нашого готелю ми повністю підтримуємо Україну і хочемо зробити свій внесок у їхню допомогу. Якщо хтось знає громадян України, які зараз перебувають у Грузії і не можуть повернутися, ми можемо надати їм готель на стільки, скільки буде потрібно для їхнього самопочуття, звісно, ​​абсолютно безкоштовно. Якщо у вас є подібна інформація, пишіть нам у вхідні.
Слава Україні! Слава героям! ''

,,საქართველოში მყოფი უკრაინელი ძმები და დები შეგვიძლია განვათავსოთ სასტუმრო BEST Hotel -ში უსასყიდლოდ."


,,გამარჯობა მეც გიერთდებით, თუ ვინმე უკრაინელი არის ჩარჩენილი საქართველოში 2ადამიანი შემიძლია დავიტოვო თბილისში.
Hello everyone, i would also like to join this movement and offer shelter in Tbilisi to 2 Ukrainians who got stuck in Georgia and can't return to their motherland.,,


''Я пропоную свій дім Українці, які перебувають у Грузії, які не можуть повернутися в країні.
ვთავაზობ ჩემს სახლს, საქართველოში მყოფ უკრაინელებს, ვინც უკან ვეღარ ბრუნდება თავის სამშობლოში.''





Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.