ბორჯომის თანამედროვე ცეკვების ჯგუფი "სილუეტი", აზერბაიჯანის
ხელოვნების ოლიმპიადის გამარჯვებულია. ხელოვნების ოლიმპიადის კონკურსი
აზერბაიჯანში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ოლიმპიადაზე საერთაშორისო კატეგორიის ექვსი მსაჯი მსაჯობდა. 5 მაისს
ჯგუფმა, ორ ნომინაციაში სამი ცეკვა წარადგინა.
ორმა ცეკვამ პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო პატრიოტულმა ცეკვამ "ჯარი"
რომლის დროსაც ჯგუფი სამხედრო სამოსით და ქართული დროშით გამოვიდა
სცენაზე გრანპრი მოიპოვა.
"ყველაზე პატრიოტული, განსხვავებული, ემოციური და საუკეთესო
ქორეოგრაფია" -ასე შეაფასეს ცეკვა "ჯარი" ჟიურის წევრებმა.
აზერბაიჯანში გამარჯვების შემდეგ, ჯგუფი ”სილუეტი” მიწვეულია
ბულგარეთსა და პრაღაში.
თანამედროვე ცეკვების ჯგუფზე ტელეკომპანია "ბორჯომის" მიერ
მომზადებული მასალები :
ცეკვით მოყოლილი ამბები
და
მამა-შვილის
"სილუეტი"