"საქართველოს შიშველი სატევარი"- ლიტერატურული სპექტაკლი ბორჯომში
12:38 / 24.05.2018
საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნას, ბორჯომში
ლიტერატურული წარმოდგენა "საქართველოს შიშველი სატევარი" მიეძღვნა.
სპექტაკლი, ბორჯომელ მაყურებელს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის
სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა წარუდგინა.იზა ვეფხვაძე 1
საათის განმავლობაში,კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შეკრებილ
მაყურებელს მერაბ კოსტავას პიროვნებას,მის მოღვაწეობასა და
სამშობლოსათვის თავდადებული პატრიოტის ცხოვრების ტრაგიკულ თუ
ღირსშესანიშნავ ფრაგმენტებს აცნობდა.სპექტაკლს, ორგანიზება ბორჯომის
საბიბლიოთეკო გაერთიანებამ გაუწია.
შეგახსენებთ,რომ რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული
თატრი 1995 წელს დაარსდა.თეატრი პოპულარიზაციას უწევს
მწერლობას,ხელოვნებასა და ლიტერატურას.არსებობის 22 წლის
მანძილზე,თეატრში დაიდგა 53 ლიტერატურული სპექტაკლი,რომელიც ნაჩვენები
იქნა 1500-ჯერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.