ახალციხეში "ვეფხისტყაოსნის" გადაწერაში მონაწილეობა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიიღო
17:46 / 15.05.2017
ხელნაკეთ წიგნში შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის პირველი სტრიქონები
ჩაიწერა.
“ვეფხისტყაოსნის” გადაწერაში მონაწილება მიღო კულტურისა და ძეგლთა
დაცვის მინისტრმაც. მიხეილ გიორგაძე ახალციხეში რუსთაველის
დღეებს დაესწრო, რომელიც მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული
აქტივობებით აღინიშნება. მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი
ხელნაკეთი წიგნი "ვეფხისტყაოსანი", საქართველოს დედაქალაქსა და
რეგიონებში 15 მაისიდან - 26 მაისის ჩათვლით "იმოგზაურებს". 21-ე
საუკუნის ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" შექმნაში მონაწილეობის მიღება
ყველა მსურველს შეეძლება. პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს
თბილისში, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება.
ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში შოთა რუსთაველის თემატიკაზე
სემინარი მოეწყო, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლოებთან ერთად
რეგიონისა და მუნიციპალიტეტების პირველი პირები, რუსთველოლოგები,
სტუდენტები და მოსაწავლეები დაესწრნენ. პარალელურად გაიმართა
ახალგაზრდა მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა. 15
მაისის ღონისძიებები ადგილობრივი ანსამბლის “მესხეთისა” და მომღერალ
ნეკა სებისკვერაძის კონცერტით დასრულდა. რუსთაველის დღეების ფარგლებში
16 მაისს "ვეფხისტყაოსნის" საჯარო კითხვა და ღია გაკვეთილები
მოეწყობა.
წაღვერის საქალაქო კულტურის სახლის
ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამეფო“ (უფროსი და უმცროსი თაობა)-
ქორეოგრაფი გიორგი ანთია, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ნერგები“-
ხელმძღვანელი თიკო მუხურაძე და ვოკალური სტუდია „მაკოსტუდია“
-ხელმძღვანელი მაკო გაგნიძე, 5 დღით გაემგზავრნენ ქობულეთში, სადაც
მონაწილეობა მიიღეს ფესტივალში „მზიანი საქართველო“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.