ანსამბლი "ფერხისი" ბულგარეთიდან გამარჯვებული დაბრუნდა
ანსამბლი "ფერხისი" ბულგარეთიდან
გამარჯვებული დაბრუნდა. ფესტივალ-კონკურსში ანსამბლმა პირველი ადგილი
დაიკავა. კონკურსზე "ფერხისმა" ორი ცეკვა შეასრულა.
კომპანია “MAGICGROUP”-მა და “ART FEST ASSOCIATION “-მა
ანსამბლი ,,ფერხისი” ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში მიიწვია. პირველ
ადგილთან ერთად ანსამბლს გადაეცა 500 ევრო, ორი თასი, სამახსოვრო
დიპლომები და მედლები. ასევე ანსამბლი მიიწვიეს მომავალ წელს
ბულგარეთში, ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად.
ანსამბლს ქორეოგრაფი ნინო მდივნიშვილი ხელმძღვანელობს.
"ეს შედეგი თავდაუზოგავი შრომის და ცეკვისადმი დიდი
სიყვარულის დამსახურებაა, რაშიც უდიდესი წვლილი ჩვენს ქორეოგრაფს და
არამარტო ქორეოგრაფს, მეგობარს, ნინო მდივნიშვილს მიუძღვის. გვინდა
მადლობა გადავუხადოთ IDS ბორჯომი საქართველოს დაფინანსებისთვის, ასევე
განსაკუთრებული მადლობა, მეორე ჩამომსხმელი ქარხნის დირექტორს, ბატონ
მიხეილ წეველიძეს გვერდში დგომისთვის." - ამბობენ ანსამბლის
მოცეკვავეები.
ანსამბლი მადლობას უხდის გულშემატკივრებს.
ბულგარეთში ამავე ფესტივალზე იმყოფებოდა ანსამბლი "იმედი".
ანსამბლმა პირველი ადგილი მოიპოვა.
გააზიარეთ :