"ღვინის დღეები" ბორჯომში - მესხური ღვინის და კერძების გამოფენა-გაყიდვა
16:45 / 10.10.2022
ბორჯომში ღვინის დღეები აღინიშნა.
ახალი ყოველწლიური ფესტივალი ცენტრალურ-ისტორიულ პარკში
გაიმართა.მოეწყო კუთხეები, სადაც რეგიონიდან
ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია გამოიტანეს. მესხური
ღვინო წარმოადგინეს სამცხე-ჯავახეთში ღვინის მწარმოებლებმა. ღვინოსთან
ერთად, მოეწყო მრავალფეროვანი კერძების სივრცე. ცალკე წარმოდგენილი
იყო მესხური ყველის კუთხე. თონეში გამოაცხეს პურები, ამოავლეს
ჩურჩხელები, მოამზადეს ფელამუში. ადგილობრივებმა და ქალაქის სტუმრებმა
ნაწარმი დააგემოვნეს.
ასევე, ჩატარდა კოსტიუმირებული „მოსიარულე“ მუსიკალური ორკესტრი,
ხელნაკეთი და სამახსოვრო სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. დღის ბოლოს კი
გაიმართა კონცერტი, მოწვეული მომღერლების მონაწილეობით.
„ღვინის დღეები“, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-და 15
ოქტომბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.