ბორჯომის სამუსიკო სკოლის დირექტორად მარინა ქიტიაშვილი დაინიშნა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის
ა(ა)იპ-ებში საკადრო ცვლილებებია.
სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელად -
მარინა ქიტიაშვილი ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით
ზაალიშვილმა და მერის მოადგილემ სოსო რაზმაძემ დღეს წარადგინეს.
მარინა ქიტიაშვილმა დაამთავრა ბორჯომის N6 საჯარო სკოლა;
იგი სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის
კურსდამთავრებულია. სამუსიკო სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა
განაგრძო ჯერ ფრუნზეს ხელოვნებათმცოდნეობის ინსტიტუტში საფორტეპიანო
ფაკულტეტზე, დაამთავრა ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო
კონსერვატორია.
ბორჯომის სამუსიკო სკოლაში 30-წელია პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა
2012 წლიდან სამუსიკო სკოლასთან არსებული ანსამბლ "ოქტავას"
მუსიკალური ხელმძღვანელია.
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი