ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი “გვირაბი” საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა
07:32 / 27.06.2020
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ნინო ორჯონიკიძისა და ვანო
არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი “გვირაბი” საერთაშორისო
კინოფესტივალზე Underhill Fest საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი
გახდა.
ფილმის გადაღება 2014 წელს დაიწყო და ის ხარაგაულის რაიონში,
„მოლითის“ სარკინიგზო სადგურში მიმდინარე მოვლენებზე მოგვითხრობს –
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩქაროსნულმა მატარებელმა
ჩინეთი საქართველოს გავლით ევროპასთან უნდა დააკავშიროს, რაც პატარა
სოფლების ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.
“გვირაბის” მსოფლიო პრემიერა 2019 წელს შედგა ამსტერდამის დოკუმენტური
ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA). ფილმი საქართველო-გერმანიის
კოპროდუქციაა. იგი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა ფილმის
აღმასრულებელი პროდიუსერი ჰანს რობერტ ეიზენჰაუერია.
,,დარწმუნებულები ვართ, რომ “გვირაბი” მომავალი თაობებისთვის ღირებული
ისტორიული მასალა იქნება, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი თხრობის
სტილით 21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ხსნის”. –
ნათქვამია ჟიურის განცხადებაში.
წაღვერის საქალაქო კულტურის სახლის
ქორეოგრაფიული ანსამბლი „სამეფო“ (უფროსი და უმცროსი თაობა)-
ქორეოგრაფი გიორგი ანთია, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ნერგები“-
ხელმძღვანელი თიკო მუხურაძე და ვოკალური სტუდია „მაკოსტუდია“
-ხელმძღვანელი მაკო გაგნიძე, 5 დღით გაემგზავრნენ ქობულეთში, სადაც
მონაწილეობა მიიღეს ფესტივალში „მზიანი საქართველო“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.