ჯანდაცვა
პაპილომა ვირუსზე აცრა 10 - 11 - 12 წლის ბიჭებისთვისაც უფასოა
პაპილომა ვირუსზე აცრა 10 - 11 - 12 წლის ბიჭებისთვისაც უფასოა.
აღნიშნული ასაკის მოზარდების ვაქცინაცია პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს დაემატა. კურსი 2 დოზას მოიცავს და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.

აქამდე, პაპილომა ვირუსზე აცრა, ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამის მიხედვით, 10 - 11 - 12 წლის გოგონებისთვის იყო ხელმისაწვდომი. გასული წლიდან კი, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამატებითი ღონისძიების ფარგლებში, გოგონებს აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 26 წლის ჩათვლით შეუძლიათ.

ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას. ის წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და არის მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.



ამავე თემაზე:

რატომ არის აუცილებელი პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.