27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, - ამის შესახებ
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 103 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 443 კვლევა ტესტით, მათ შორის 56 699
კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 744 PCR ტესტით.