ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 290 ახალი შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24
საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 676 კვლევა ტესტით, მათ შორის 22
687 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 989 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 290 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 80 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 188.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 802 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 290 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 143 შემთხვევა, აჭარა - 4, იმერეთი - 50, ქვემო
ქართლი - 14, შიდა ქართლი - 13, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი
- 18, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი - 0,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.