სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 235 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 338-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 788 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 235 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარა - 9,
იმერეთი - 16, ქვემო ქართლი -12, შიდა ქართლი - 11, გურია - 15,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 21, კახეთი - 19, მცხეთა-მთიანეთი -4,
სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
4.