ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის
თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის
მასშტაბით ჩატარდა 23 438
კვლევა ტესტით, მათ შორის 21 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 081
PCR ტესტით
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 341 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 445 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 631 009-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 770 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 341 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 186 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 49, ქვემო
ქართლი - 8, შიდა ქართლი - 18, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი
- 23, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 4,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.