ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ჯანმო წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის
დირექტორი ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაცია წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს, თუ "ვირუსის
ბიოლოგიაში რაღაც ექსტრაორდინალური არ მოხდა".
"არ გამოცხადებულა დასრულებულად პანდემია ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციის მიერ, მაგრამ მისი მწვავე ფაზა სწორედ ამ სტრატეგიულ
დოკუმენტშია. მათ თქვეს, რომ პანდემიის მწვავე ფაზა სრულდება, ანუ
დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ რაღაც ექსტრაორდინალური
არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიაში და ევოლუციაში, მაშინ წელს, დიდი
ალბათობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას გამოაცხადებს
დასრულებულად", - თქვა გამყრელიძემ რუსთავი 2-თან.