სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო
24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 324 ახალი დადასტურებული
შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე
გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1
650 708-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 721 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 629 987-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 0 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 324 ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა - 11,
იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 26, გურია - 23,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 19, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი -5,
სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
5.