ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 376 ახალი დადასტურებული შემთხვევა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24
საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 153 კვლევა ტესტით, მათ შორის 22
059 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 094 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 376 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 234 პირი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 765 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 376 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 38,
ქვემო ქართლი - 19, შიდა ქართლი - 44, გურია - 25, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 20, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი -7, სამცხე-ჯავახეთი - 7,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.