სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 6 შემთხვევა დაფიქსირდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში,
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 343 კვლევა ტესტით, მათ
შორის 16 260 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 083 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 070 პირი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 751 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 352 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 176 შემთხვევა, აჭარა - 12, იმერეთი - 50,
ქვემო ქართლი - 12, შიდა ქართლი - 13, გურია -17, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 19, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი -6, სამცხე-ჯავახეთი -6,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.
ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 129 პირი, მათ შორის,
თბილისში - 75, აჭარაში - 17, იმერეთში - 15. 4 376 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.