ყოველ საათში 100 ახალი ინფიცირებული და ერთი გარდაცვლილი. საქართველოში კოვიდის შემთხვევები იზრდება.
აიცერით, ატარეთ პირბადე და დაიცავით
რეგულაციები! საქართველოში ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 26
ადამიანი. გამოჯანმრთელდა 943 პირი, დადებითობის დღიური
მაჩვენებელი არის 6.42%, რაც 1% -თ
მაღალია წინა ერთი კვირის პერიოდთან
შედარებით.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური
ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37
627 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 135 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16
492 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 393 360-ს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 368 073-მდე. პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 618 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივლისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.53%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 391 შემთხვევა, აჭარა - 202, იმერეთი - 147,
ქვემო ქართლი - 172, შიდა ქართლი - 90, გურია - 47, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 97, კახეთი - 149, მცხეთა-მთიანეთი - 67, სამცხე-ჯავახეთი -
40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 13.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 19 643
საიდანაც: 4 584 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 2 684, აჭარაში - 309, იმერეთში - 537. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 899 პირი, მათ შორის, თბილისში - 444, აჭარაში
- 48, იმერეთში -198. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი,
მათგან თბილისში - 146, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 1 183 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 - თბილისში, 334-
აჭარაში. 13 876 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 10.
სულ 6 ოქტომბრიდან - 20 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 970 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 165 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 4 992, პირი, აჭარაში - 1 897, იმერეთში - 1 382.