ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი შეფერხებით მუშაობს
ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი,
სადაც მოქალაქეებს 15:00 საათიდან „ფაიზერზე“ რეგისტრაცია უნდა
დაეწყოთ, შეფერხებით მუშაობს.
შესაბამისად, აცრის მსურველები
დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ.
საქართველოში „ფაიზერის“ 28 ათასი დოზა დღეს შემოვიდა. აცრის პროცესი
კი 16 ივლისიდან დაიწყება.