თამარ გაბუნია- ბოლო 2-3 დღის მანძილზე, დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება მოგვიხდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის
მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში
საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების გააქტიურების
ტენდენციაა.
ამ მხრივ მან განსაკუთრებით გამოყო
ვირუსის ბავშვებში გავრცელების მაღალი მაჩვენებელი. თამარ გაბუნიას
ინფორმაციით, ბოლო 2-3 დღის მანძილზე, დამატებით პედიატრიული
საწოლების მობილიზება მოგვიხდა, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების
მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.
„თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც
ეპიდემიის მეორე, მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად
დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიხდა კიდევ დამატებითი
საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის, რაც ნიშნავს იმას,
რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამდენად ამ
შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა ისევ და ისევ არის ვაქცინაციის
პროგრამა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო
საბჭოს 13 ივლისის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით
ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 379 673
შემთხვევა. მათგან 360 558 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით
გარდაცვლილია 5 479 ადამიანი. სულ აცრილია 310 332
პირი.