ჯანდაცვა
კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილ ადამიანს შესაძლოა გრიპის ვირუსიც დაემართოს. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კორონავირუსგადატანილმა პირმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა.
"ორივე რესპირაციული ვირუსია, მაგრამ "ბ" ტიპის ვირუსი არის სხვა და კორონავირუსი სულ სხვა. კორონავირუსგადატანილს შეიძლება შეხვდეს ასევე გრიპის ვირუსი. ამიტომ თავდაცვითი ღონისძიებები აუცილებელია. კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა. კორონავირუსი თქვენ გრიპის საწინააღმეგოდ არ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა", - განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, "სასურველია ჯერ გამორიცხოთ კორონავირუსული ინფექცია და გავიკეთოთ სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი.
"თუ კორონავირუსი გამოირიცხა, მაშინ დიდი ალბათობით გაქვთ სხვა რესპირაციული ვირუსი. ასევე, როგორც ვიცი დიდ საავადმყოფოებს და ქსელშიც არის გრიპის სწრაფი ტესტებიც", - განაცხადა გამყრელიძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.