ჯანდაცვა
სტაციონარულ დაწესებულებებს კორონავირუსზე ყველა ჰოსპიტალიზირებული პაციენტის გამოკვლევა ევალება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი დადგენილების თანახმად, სტაციონარულ დაწესებულებებს კორონავირუსზე ყველა ჰოსპიტალიზირებული პაციენტის გამოკვლევა ევალებათ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, აქამდე კორონავირუსზე იკვლევდნენ ჰოსპიტალიზირებულ იმ პაციენტებს, რომლებსაც ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

„ყველა სტაციონარული დაწესებულებას ევალება ყველა ჰოსპიტალიზირებული პაციენტის გამოკვლევა კორონავირუსულ ინფექციაზე. აქამდე ეს ხდებოდა მხოლოდ იმ პაციენტებზე, ვისაც ჰქონდა ცხელებით მიმდინარე დაავადება და წვებოდნენ საავადმყოფოში, რათა დიფერენცირება გაკეთებულიყო, იყო ეს კორონავირუსული ინფექცია თუ სხვა მიზეზით გამოწვეული ცხელება. დღეს უკვე ყველა სტაციონარული დაწესებულების ვალდებულებაა, რომ თითოეულ ადამიანს, ვისი სტაციონარიზებაც ხდება, ჩაუტარონ გამოკვლევა კორონავირუსულ ინფექციაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.