ჯანდაცვა
კვირის ბოლოსთვის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შესაძლოა 350-დან 400-მდე გაიზარდოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამ კვირის ბოლოს ინფიცირებულების რაოდენობა 350-დან 400-მდე მიაღწევს, - მისი თქმით, აპრილის მთელი თვე და მაისის 1-2 კვირა საკმაოდ რთული იქნება. გამყრელიძის განცხადებით, აპრილის თვეში შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევები ყოველკვირეულად გაორმაგდეს.
"ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს ინფიცირების 350-დან 400- მდე შემთხვევა. ეს თვე, ანუ მთლიანად აპრილი ჩვენთვის საკმაოდ რთული იქნება და შემდგომ ყოველკვირეულად ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. აპრილი და მაისის 1-2 კვირა საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, აუცილებლად გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ინფექციასთან ბრძოლის. თუმცა, არის კიდევ სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება იყოს უფრო მოგვიანებით, ვთქვათ ივლისში ან სექტემბერში", - განაცხადა გამყრელიძემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.