საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის
გადაწყვეტილებით, 2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სტუდენტთა სახელმწიფო
სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა – სწავლა ყოველწლიურად 100
სომხურენოვანი და 100 აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200-200
სტუდენტს დაუფინანსდება.