ბორჯომის საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს
დღეს, 20 ივნისს, ბორჯომის 20-ივე
საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება.
ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს
ცენტრის ინფორმაციით, პროცესი მშვიდად, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
კენჭისყრის პროცესი დილის 10 საათიდან დაიწყო.
12:00 საათის მონაცემებით, უკვე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 490-მა
მშობელმა და 250-მა მასწავლებელმა.
ფარული კენჭისყრის პრინციპით, ხმის მიცემა 16:00 საათამდე
გაგრძელდება.
სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული, რამდენი წევრით
დაკომპლექტდება თითოეული სამეურვეო საბჭო.
" სამეურვეო საბჭოს არჩევნები, ბორჯომის 20-ივე საჯარო
სკოლაში მშვიდ რეჟიმში მიმდინარეობს. არის აქტიურობა. პროცესი ოთხ
საათამდე გაგრძელდება. სამეურვეო საბჭო წარმოადგენს ორგანოს, რომელიც
ჩართულია სასკოლო ხელმძღვანელობაში. კერძოდ: სკოლის დირექტორის
დანიშვნის, ფინანსების თუ ხარჯების განკარგვის, გადაწყვეტილებების
მიღების და ყველა იმ მნიშვნელოვან პროცესში, რაც სასკოლო ცხოვრებას
უკავშირდება" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან"
საუბრისას, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა
იზოლდა ლომიძემ.