ბალანთის საჯარო სკოლას ევროპული ხარისხის ნიშანი მიენიჭა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბალანთის
საჯარო სკოლას, ევროპული ხარისხის ნიშანი მიენიჭა.
აღნიშნული სტატუსი სკოლამ მიიღო
პროექტისთვის "ტოლერანტობა". პროექტს სკოლაში ორი პედაგოგი „ასწავლე
საქართველოსთვის“ პროექტის ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებელი
ნანა ვასაძე-ჯანელიძე და სპეციალური პედაგოგი ასია ანტონიანი
ახორციელებდნენ. ორივე მათგანმა და მათ შორის მოსწავლეებმა მიიღეს
მაღალი შეფასება და სკოლამ ევროპული ხარისხის ნიშანი
მოიპოვა.
2020-2021 სასწავლო წელს, პროექტი, სხვადასხვა ქვეყნის
მედაგოგებთან ერთად, ინგლისურ ენაზე ხორციელდებოდა. eTwinning
ევროპული პროგრამაა, რომელიც ევროპაში 11 წელია მოქმედებს. საქართველო
ამ პროგრამის წევრი 2013 წელს გახდა. სსიპ ბალანთის საჯარო სკოლაც ამ
დროიდან არის ჩართული პროგრამაში.
გააზიარეთ :