იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კარტოფილი იმპორტი თითქმის, 6-ჯერ
გაიზარდა, ექსპორტი კი 5-ჯერ შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მონაცემებით, წელს 10 თვეში საქართველოდან 4 710 ტონა
(1,289 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ
პერიოდში - 23 301 ტონა (5,174 მლნ აშშ დოლარი).