ახალი ამბები
საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგია შესაძლოა გადაიხედოს
მიმდინარე წელს "საქსტატი" საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას გეგმავს.

"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე - "საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას "საქსტატი" ეყრდნობა იმ მეთოდოლოგიას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანებით შემუშავდა. სამწუხაროდ, ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით არ არსებობს საერთაშორისო მეთოდოლოგია. ევროპული ქვეყნები მას არ ანგარიშობენ. ეს მაჩვენებელი ისეთ ქვეყნებში გაიანგარიშება, როგორიცაა ყაზახეთი, ბელარუსი და საერთაშორისო პრაქტიკა მწირია ამ მხრივ. ჩვენ შეგვიძლია ჯანდაცვის სამინისტროსთან ვითანამშრომლოთ და განვიხილოთ ამ მაჩვენებლის მეთოდოლოგიის ცვლილება,"

საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი მოსალოდნელ ცვლილებეს შორის სასურსათო კალათის შემადგენლობის გადახედვას ასახელებს.

"უპირველეს ყოვლისა, უნდა გადაიხედოს მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობა, მეორე - უნდა დავაკვირდეთ შინამეურნეობის ხარჯების სტრუქტურას, რათა სასურსათო და არასასურსათო ხარჯების პროპორცია განისაზღვროს და მესამე -უნდა შეფასდეს თანაცხოვრების კოეფიციენტები, თუ საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 160 ლარია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 2-ჯერ მეტი იქნება," -განმარტა თოდრაძემ.

შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ გაანგარიშებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი, 2019 წლის მარტის მონაცემებით, 160 ლარი და 50 თეთრია, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი — 304 ლარი.

ცნობისთვის, საარსებო მინიმუმს „საქსტატი“ მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. სასურსათო კალათას უწოდებენ პროდუქტების ერთობლიობას, რომელიც, „საქსტატის“ თანახმად, შეიცავს ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების (კალორიების, ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების) რაოდენობას.

ამჟამად სასურსათო კალათში 40 პროდუქტია შეტანილი, დაწყებული ხორბლის პურით, დასრულებული ჩაით. ამ პროდუქტების წონები ისეა გადანაწილებული, რომ ადამიანს დღიურად 2300 კილოკალორია გამოუვიდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ
„ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ
ხუნდაძემ განაცხადა.
11:11 / 21.11.2024
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ ხუნდაძემ განაცხადა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან
სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი
შეადგინა.
23:14 / 19.11.2024
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის
ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა.
აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
23:04 / 19.11.2024
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.