სამცხე-ჯავახეთში ქარისა და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება
მთავრობის ადმინისტრაციის
ინფორმაციით, საქართველოს ოთხ რეგიონში, ქარისა და
ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად პროექტი განხორციელდება.
კერძოდ, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში 3
ქარისა და 5 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება.
ენერგეტიკული პროექტების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 250 მგვტ-ზე
მეტია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 400 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.
აღნიშნული ელექტროსადგურების ინვესტორ კომპანიებთან შესაბამისი
ხელშეკრულებები გაფორმდება, რომელთა საფუძველზეც დაიწყება პროექტების
ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხთა შესწავლა, ასევე
სამშენებლო სამუშაოები.