ევროკავშირი რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას განიხილავს
ევროკავშირი რუსეთისთვის ნავთობზე
ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ
ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.
ამასთანავე, ცნობილია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების
მეხუთე ტალღაზე მუშაობს.
„ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მეხუთე ტალღაზე, ნავარაუდებია, რომ
იქ ბევრი ახალი სახელი გაჩნდება“,- განაცხადა ევროკავშირის
ერთ-ერთმა მაღალი რანგის დიპლომატმა „როიტერთან“ საუბარში.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიუსელს ეწვევა, სადაც ევროკავშირის
ლიდერებთან ერთად სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელებს.