ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე - საერთაშორისო გამჭვირვალობა კვლევას აქვეყნებს
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხების შესწავლის შედეგების მიხედვით, საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან. ამის შესახებ ორგანიზაციამ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

მონაცემების თანახმად, 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

“7 000-ზე მეტი კომპანიიდან 1,230 კომპანია 1995 წლიდან 2012 წლამდე დარეგისტრირდა, ხოლო 5,500-მდე — 2013-2020 წლებში. ახალი კომპანიების რეგისტრაციის რეკორდული რაოდენობა - დაახლოებით 1 200 - 2018 წელს დაფიქსირდა; რუსეთის იმ მოქალაქეების ნახევარზე მეტი, ვინც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ფლობს, ქართული გვარის მქონე პირია; მსხვილი რუსული კომპანიები წარმოდგენილი არიან საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, მძიმე და მსუბუქ მრეწველობაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში, კომუნიკაციებში, სათამაშო ბიზნესში, რესტორნებსა და სასტუმროებში; 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულმა კომპანიებმა ჯამში 590 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში დახარჯული თანხის დაახლოებით 1.4%-ია; სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა „ლუკოილ-ჯორჯიამ“ (200 მლნ ლარი), „მეტროვაგონმშენმა“ (175 მლნ ლარი), „ჩელიაბინსკტრანსსიგნალის საქართველოს ფილიალმა“ (46 მლნ ლარი), „კლასიკ-სტროიმ“ (15.7 მლნ ლარი) და „ინვესტსტროირეგიონმა“ (13 მლნ ლარი) მიიღეს”,- აღნიშნულია კვლევაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო
საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
18:12 / 21.11.2024
სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით,
მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
15:55 / 21.11.2024
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ.
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ
„ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ
ხუნდაძემ განაცხადა.
11:11 / 21.11.2024
საბურავების ფასები შესაძლოა, გაიზარდოს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ავტობანის“ დამფუძნებელმა ბაკურ ხუნდაძემ განაცხადა.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან
სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი
შეადგინა.
23:14 / 19.11.2024
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსთან სავაჭრო ბრუნვა 10.8%-ით გაიზარდა და 2.06 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის
ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა.
აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
23:04 / 19.11.2024
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.