რამდენით გაიზარდა კომუნალურ გადასახადებზე, პროდუქტზე და ტრანსპორტზე ფასები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში
საქართველოში ფასები 13,7 პროცენტით გაიზარდა. ბოლო ერთ თვეში კი 0,9
პროცენტით.
2022 წლის თებერვლის მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
ყველაზე მაღალი ზრდა კომუნალური გადასახადების
ჯგუფში მოხდა - ჯამში 45,8 პროცენტით.
კერძოდ:
ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - ზრდა 68,4%;
წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება -
ზრდა 58%;
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - ზრდა 11,5%;
ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე - კლება 2,9
პროცენტი.
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები
17,3 პროცენტით გაიზარდა:
ბოსტნეული და ბაღჩეული - ზრდა 34%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური
წვენები - ზრდა 23,4%;
პური და პურპროდუქტები - ზრდა 20,8%;
თევზეული - ზრდა 18,2%;
ზეთი და ცხიმი - ზრდა 17,4%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - ზრდა 15,6%;
ხილი და ყურძენი - ზრდა 15,5%;
რძე, ყველი და კვერცხი - ზრდა 14,4%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები - ზრდა 11%;
ყავა, ჩაი და კაკაო - ზრდა 10,4%.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,5%-ით. კერძოდ:
სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - ზრდა 19,6%;
სატრანსპორტო მომსახურებაზე - ზრდა 3,8%.
2021 წლის დეკემბერში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, პროდუქტზე
ფასები 13,9 პროცენტით არის გაზრდილი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
გათვლებით, ინფლაცია მარტიდან უნდა შემცირდეს.