ჯანდაცვა
აზერბაიჯანმა საქართველოს უსასყიდლოდ 100 ტონა სამედიცინო ჟანგბადი გადასცა
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, აზერბაიჯანმა საქართველოს 100 ტონა თხევადი ჟანგბადი უსასყიდლოდ გადასცა. კომპანია, რომელმაც ჟანგბადი გამოყო Baku steel-ია, მან ტვირთის ტრანსპორტირება საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო.
"ქართული და აზერბაიჯანული მხარეები განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას, რათა არ შეიქმნას დეფიციტი საქართველოს ჯანდაცვის სექტორში კოვიდ-კლინიკების თხევადი სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით", - წერია ელჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პატარაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იგეგმება თხევადი სამედიცინო ჟანგბადის შესაბამისი მარაგების მიწოდება აზერბაიჯანიდან საქართველოში, როგორც სახმელეთო გზით ასევე რკინიგზის საშუალებით. გუშინ, 30 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი და დღეში 80 ტონას აჭარბებს. მინისტრისვე თქმით, მოთხოვნილების 90 პროცენტი ადგილობრივი წარმოების სამედიცინო ჟანგბადით იფარება.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის
თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან
დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური
დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად
დაფინანსდება.
10:42 / 18.04.2024
ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.
ჯანდაცვის სამინისტროს
გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში
-ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან
დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე
პაციენტებისთვისაა საჭირო სრულად დაფინანსდება.
13:15 / 06.04.2024
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში -ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო სრულად დაფინანსდება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი
სოციალური პროგრამების ფარგლებში, მარტის თვეში 1 068 ბენეფიციარს 326
551ლარის დახმარება გაეწია.
16:58 / 02.04.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, მარტის თვეში 1 068 ბენეფიციარს 326 551ლარის დახმარება გაეწია.
ჯანდაცვის სამინისტრომ რეფენტული
ფასი, დამატებით 2000-ზე მეტ მედიკამენტზე დააწესა.
13:38 / 10.03.2024
ჯანდაცვის სამინისტრომ რეფენტული ფასი, დამატებით 2000-ზე მეტ მედიკამენტზე დააწესა.
ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური
მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს.
14:21 / 20.02.2024
ჯანდაცვის სამინისტრო, ჰოსპიტალური მომსახურების ხარისხის შეფასების ინდიკატორებზე მუშაობს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.