ახალი ამბები
"არჩევნებსაც თუ გადავიტანთ დისტანციურ სისტემაზე, იქნება ძალიან კარგი" - ემზარ კვიციანი
საკანონმდებლო ორგანოში დისტანციური სხდომები არა მარტო საგანგებო სიტუაციების დროს, არამედ რიგგარეშე სხდომების დროსაც შეიძლება ჩატარდეს – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა საგანგებო მდგომაეობის დროს საკანონმდებლო ორგანოს დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც ემზარ კვიციანმა აღნიშნა, დღეს არსებული ტექნოლოგიები იძლევა დისტანციური სხდომების ჩატარების შესაძლებლობას.

„პატარა აზრი გამიჩნდა, საკანონმდებლო ორგანოში დისტანციური სხდომები არა მარტო საგანგებო სიტუაციების დროს, არამედ რიგგარეშე სხდომების დროსაც შეიძლება ჩატარდეს. ძალიან ხშირ შემთხვევაში, როდესაც რიგგარეშე სხდომა ტარდება, ხალხი ქალაქიდან გასულია. იდეა ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ გაამართლებს. ვფიქრობ, დღევანდელი ტექნოლოგიური საშუალებებით არაფერი გასაჭირი არ იქნება, რათა ეს გაკეთდეს. არჩევნებსაც თუ გადავიტანთ ამ სისტემაზე, იქნება ძალიან კარგი“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის დისტანციურად წარმართვასთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილებების თაობაზე იმსჯელებენ. ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტის მიერ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო საქმიანობის დისტანციურად წარმართვის შესაძლებლობა ექნება.

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, პარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ნამდვილად სამარცხვინო იყო ის
განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე
ჰქვია, [პრეზიდენტისგან] ჩვენ მოვისმინეთ, - ამის შესახებ თბილისის
მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
14:38 / 26.05.2024
ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, [პრეზიდენტისგან] ჩვენ მოვისმინეთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს,
რომ აშშ-ის სანქციებზე საუბარი პარტნიორული არაა და აღნიშნული
ურთიერთობები
14:57 / 25.05.2024
თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ აშშ-ის სანქციებზე საუბარი პარტნიორული არაა და აღნიშნული ურთიერთობები "გადატვირთვას" საჭიროებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ჰელსინკის კომისია აქვეყნებს
განცხადებას MEGOBARI აქტისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ,
რომელიც მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, ადამიანის
უფლებებისა და საქართველოში კანონის უზენაესობისკენ.
13:24 / 25.05.2024
ჰელსინკის კომისია აქვეყნებს განცხადებას MEGOBARI აქტისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ, რომელიც მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, ადამიანის უფლებებისა და საქართველოში კანონის უზენაესობისკენ.
ამერიკის შეერთებული შტატების
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“
შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
10:20 / 25.05.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის სხდომა ორშაბათს, 27 მაისს, გაიმართება. სხდომის დღის
წესრიგში პირველ საკითხად წერია „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მიერ
დადებული ვეტოს განხილვა.
12:37 / 24.05.2024
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ორშაბათს, 27 მაისს, გაიმართება. სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად წერია „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს განხილვა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.