ახალი ამბები
კომუნალურ გადასახადებზე შესაძლოა შეღავათები დაწესდეს
სემეკი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების შესახებ მთავრობასთან ერთად იმსჯელებს. მარეგულირებელი კომისია აღნიშნულ საკითხს კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე განიხილავს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ნაწილი ვირუსის გამო, უსამსახუროდ დარჩა, ტურისტული ობიექტების დიდი ნაწილი კი დაკეტილია და მათ შემოსავალი არ უფიქსირდებათ. სწორედ ამიტომ, ბიზნესი უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ საჭიროა გადასახადების გადავადება, რადგან მათ დღეს თანხები არ გააჩნიათ. ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩენა კი მათ აიძულებს, მუშაობა სრულად შეწყვიტონ.

,,ამ ეტაპზე კომისიაში მიმდინარეობს მომხმარებელზე დარიცხული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და უახლოეს დღეებში კომისია მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება“ -აცხადებენ სემეკში.

შეკითხვაზე, რამდენად იქნება შეღავათები იურიდიულ მომხმარებლებზე თუ მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, სემეკი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონაცემების ანალიზი და ამის საფუძველზე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, რომ ერთი მხრივ, უნდა მოხდეს მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, რომლებიც ამ მდგომარეობის გამო დაზარალდნენ, მეორე მხრივ, გათვალისწინებული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიანტების ინტერესებიც. ამასთან, პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ენერგიით უწყვეტად და საიმედოდ მომარაგება, რისი პრობლემაც დღის წესრიგში არ დგას" - აცხადებენ სემეკში.

„იურიდიული პირების შემთხვევაში, დეპოზიტები, ანუ ელექტრო, გაზის ან წყლის მოხმარებისთვის არსებული კონკრეტული იურიდიული პირის სააბონენტო ბარათებზე განთავსებულია კონკრეტული იურიდიული პირის კონკრეტული კომუნალური გადასახადის თანხა (ელექტრო, გაზი, წყალი) ადეკვატური ოდენობით. მაგალითად, თუ იურიდიული პირი ელექტროენერგიის საფასურს იხდის 1000 ლარის ოდენობით, საშუალოდ ეს თანხა აქვს მას განთავსებული ელექტროენერგიის გადასახადის დეპოზიტზე, რომელსაც არავინ ეხება. ახლა კი საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია ეს დეპოზიტები გამოიყენონ იურიდიულმა პირებმა და ამით დაფარონ შესაბამისი კომუნალური გადასახადი" - აცხადებენ სემეკში.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, როგორც სემეკში განმარტავენ, მოწყვლადი ჯგუფებისათვის შესაძლოა, ამოქმედდეს გარკვეული შეღავათები. ამის თაობაზე უკვე მიმდინარეობს მსჯელობა სემეკსა და მთავრობას შორის.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა
ინსტიტუტის სეისმური
08:13 / 01.04.2020

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის
განცხადებით, დღეს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ.
კომენდანტის საათი ამოქმედდება
19:28 / 31.03.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დღეს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში 18 მიმართულების
ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება.
16:00 / 31.03.2020
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში 18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება.
მსუბუქ ავტომობილში 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით)
განთავსებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების
მძღოლს ეკისრება. მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება.
14:59 / 31.03.2020
მსუბუქ ავტომობილში 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) განთავსებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკისრება. მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება.
კვირის პოპულარული სიახლე
ბორჯომში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის მოქალაქე კარანტინში გადაიყვანეს
ბორჯომში მოქალაქემ თვითიზოლაციის წესები დაარღვია. მოსახლეობის შეტყობინების საფუძველზე პირი კარანტინში გადაიყვანეს. მოქალაქე საქართველოში
17:39 / 25.03.2020
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი 3 - 13 °C
img
ახალციხე 3 - 12 °C
img
თბილისი 6 - 17 °C
img
ასპინძა 3 - 13 °C
img
ახალქალაქი -1 - 9 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5960
GBP
GBP
1
4.0584
TRY
TRY
1
0.5003
USD
USD
1
3.2816
«« აპრილი 2020 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.