ახალციხეში წითელ ნუსხაში შეტანილი დათვის ბელი მოკლეს
10:02 / 13.12.2019
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო
ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,
მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით
მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი,
რომლის წონამ 30 კგ. შეადგინა.
,,სამართალდამრღვევი ნანადირევის ტრანსპორტირებას
ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად ახდენდა. იგი იარაღითა და
ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა
ჩადენილი დანაშაული აღიარა. ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევა
სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდეგი რეაგირების
მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოში
გადაიგზავნა", - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.