პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს
14 მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი
შალვა თადუმაძე (89 ხმით),
მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით).
უფრო დეტალურად, პარლამენტმა მხარი უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 86
ხმა, მირანდა ერემაძე - 83 ხმა, მამუკა ვასაძე - 88 ხმა, მაია ვაჩაძე
- 90 ხმა, თამარ ზამბახიძე - 89 ხმა, შალვა თადუმაძე - 89 ხმა,
ვლადიმერ კაკაბაძე - 86 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 89 ხმა, გიორგი
მიქაუტაძე - 85 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 90 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 88
ხმა, ნინო ქადაგიძე - 85 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 85 ხმა, ალექსანდრე
წულაძე - 87 ხმა.
პარლამენტმა ჩააგდო შემდეგი
კანდიდატები: თამარ ალანია - 0 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 2 ხმა, ლაშა
ქოჩიაშვილი - 2 ხმა, შოთა გეწაძე - 2 ხმა , პაატა სილაგაძე - 0
ხმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის
დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
სხდომას არ დასწრებია არცერთი
ოპოზიციონერი დეპუტატი. კენჭისყრამ ასევე ჩაიარა დამოუკიდებელი
დეპუტატების გარეშე. უმრავლესობის წევრების გარდა, სხდომაზე მხოლოდ
ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმყოფებოდა.